ახალი ამბები

შსს: “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი მისმა აქტივისტმა გაქურდა

14 მაისი, 2014 •
შსს: “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი მისმა აქტივისტმა გაქურდა

შსს-ს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის გაქურდვის ფაქტზე ამავე შტაბის აქტივისტი, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. დააკავა.

გამოძიების ინფორომაციით, გიორგი კ.-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან 12 მაისს, ღამის საათებში „ლენოვოს“ ფირმის 2 კომპიუტერი და „HP“-ს ფირმის 2 პრინტერი მოიპარა და მიიმალა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული ნივთები მან თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა.

 

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში, ხაშურში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი