ახალი ამბები

შესაძლოა არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეები მოვალეობის შემსრულებლებად აღარ გამოცხადდნენ

13 მაისი, 2014 • • 1079
შესაძლოა არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეები მოვალეობის შემსრულებლებად აღარ გამოცხადდნენ

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატიორები უმრავლესობის წევრები, ვახტანგ ხმალაძე და გია ჟორჟოლიანი არიან.

 

ისინი განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ 2014 წლის 5 თებერვალს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, კანონის გარდამავალ დებულებებს დაემატა ნორმა, რომლის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ  თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლება და ისინი უფლებამოსილებას შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების კონკურსის წესით შევსებამდე განახორციელებენ.

 

პარლამენტარების განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“კანონში ცვლილება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიღებასთან ერთად განხორციელდა, რაც თვითმმართველობის სისტემის არსებით რეფორმასთან იყო დაკავშირებული.

 

ხმალაძე
ხმალაძე

რეფორმა თვითმმართველობის შტატების ოპტიმიზაციას, ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებებისა და თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტიტუციურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

 

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა მიზანშეწონილია განხორციელდეს თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების სისტემის განვითარებით, რასაც უკვე ითვალისწინებს კანონი და კვალიფიკაციის შეფასების მექანიზმის გამოყენებით, რომელიც კანონით უნდა განისაზღვროს,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი