ახალი ამბები

რატიანი: დაფინანსება იძლევა შესაძლებლობას ხელისუფლებისგან ეკლესიის მანიპულირების

13 მაისი, 2014 • • 903
რატიანი: დაფინანსება იძლევა შესაძლებლობას ხელისუფლებისგან ეკლესიის მანიპულირების

“მეორე პრობლემა არის, რომ პოლიტიკა ერევა ხოლმე ეკლესიის საქმიანობაში და სწორედ ასე შეიძლება ჩაერიოს. ინიციატივა შეიძლება მოდიოდეს როგორც ეკლესიიდან, ასევე, მთავრობიდან, რომ მან მოახდინოს მანიპულაცია. ასეთი პრაქტიკა ადეკვატური არ არის. როდესაც დაფინანსებაზეა საუბარი, დაფინანსება იძლევა შესაძლებლობას ხელისუფლებისგან ეკლესიის მანიპულირების. ეს სახიფათოა როგორც სახელმწიფოსათვის, ისე ეკლესიისათვის.”

სერგო რატიანი
სერგო რატიანი

 

კითხვას, მომხრე ხართ თუ  თუ არა ეკლესიის ერთიან საგადასახადო სისტემაში მოქცევის, რატიანი პასუხობს:

 

“მე ვფიქრობ, რომ დაფინანსება უკეთესი იქნება იყოს დაკავშირებული კონკრეტულ ადამიანებთან. ვისაც სურს და ვისაც აქვს ამის სურვილი, მან გადაიხადოს. დაბეგვრა ერთია და მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ნებაყოფლობითი გადასახადი.”

 

შეგახსენებთ, რომ “ნეტგაზეთმა” საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა ქონების გადაცემა მოითხოვა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოსგან 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდში. სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, საპატრიარქომ ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით 7 მილიონამდე კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემა მოითხოვა. ასევე, მოთხოვილია სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობები, ნივთები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი