ეკლესიაში იმყოფებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე.
მახათას მთაზე მშენაბარე ტაძარში, სადაც დღეს, 13 მაისს პირველი წირვა უნდა ჩატარდეს, ბიძინა ივანიშვილი მეუღლე ეკა ხვედელიძესთან ერთად მივიდა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ადამიანია შეკრებილი. სიმჭიდროვის გამო რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. მრევლს მშენებარე ტაძარში 12 საათიდან შეუშვებენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12-19 მაისს “ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულს” აღნიშნავს, რომლის ფარგლებში სიმპოზიუმი გაიმართება მარიამ ღვთისმშობლის თემაზე.

მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურები და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ. ამ სიმპოზიუმის ფარგლებში დღეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში წირა პირველად აღევლინება.
გუშინ, ფონდ “იავნანასა” და საპატრიარქოს ინიციატივით, ივერიის ღვთისმშობლისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები თბილისსა და მცხეთას ვერტმფრენით შემოატარეს.







