ახალი ამბები

მახათას მთაზე, სადაც ილია მეორეს ელოდებიან, ბიძინა ივანიშვილი მივიდა

13 მაისი, 2014 •
მახათას მთაზე, სადაც ილია მეორეს ელოდებიან, ბიძინა ივანიშვილი მივიდა

ტაძარში ჯერ არ მისულა ილია მეორე, რომელმაც პარაკლისი უნდა გადაიხადოს. მას მრევლი 11:00 საათზე ელოდება.

 

მახათას მთაზე, 11 საათის მდგომარეობით, უამრავი ადამიანია შეკრებილი. რამდენიმე მათგანი სიმჭიდროვის გამო შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. მრევლს მშენებარე ტაძარში 12 საათიდან შეუშვებენ.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12-19 მაისს “ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულს” აღნიშნავს, რომლის ფარგლებში სიმპოზიუმი გაიმართება მარიამ ღვთისმშობლის თემაზე. 


 

ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილი მახათას მთაზე
ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილი მახათას მთაზე

 

მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურები და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ. ამ სიმპოზიუმის ფარგლებში დღეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში წირა პირველად აღევლინება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი