ახალი ამბები

“რეპუბლიკელები” ვაშაძის შტაბში კონსულტაციებს მართავენ

2 ნოემბერი, 2018 • 1679
“რეპუბლიკელები” ვაშაძის შტაბში კონსულტაციებს მართავენ

“რესპუბლიკური პარტია” გაერთიანებული ოპოზიციასთან “ძალა ერთობაშია” კონსულტაციებს მართავს.

შეხვედრაში, რომელზეც მეორე ტურის სამზადისსა და სამოქმედო გეგმას განიხილავენ, “რესპუბლიკური პარტიიდან” ხათუნა სამნიძე, ლევან ბერძენიშვილი და თამარ კორძაია, გაერთიანებული ოპოზიციიდან კი გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია მონაწილეობენ.

“ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე, სადაც ჩვენი ხედვების სრული თანხვედრაა. ვფიქრობ, მართლაც ის პროცესი უნდა დაიწყოს, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ ახალი ფურცელი გადავშალოთ საქართველოს განვითარების პროცესში. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი არის “რესპუბლიკურ პარტიაში”, ძალიან ბევრი დამუშავებული რეფორმაა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად გავივლით და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდებით საერთო სამოქმედო სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საქართველოს სჭირდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას მხარდაჭერას უცხადებენ “ევროპული საქართველო” და “რესპუბლიკური პარტია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი