ახალი ამბები

სემეკის თავმჯდომარის ხელფასი 14 000 ლარით შემცირდა და წელიწადში 151 494 ლარი შეადგინა

2 ნოემბერი, 2018 • 4049
სემეკის თავმჯდომარის ხელფასი 14 000 ლარით შემცირდა და წელიწადში 151 494 ლარი შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი შემცირდა.

2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2017 წლის პერიოდს მოიცავს, ირინა მილორავას შემოსავალი სემეკიდან 14 110 ლარით შემცირდა და წლიურად 151 494 ლარი შეადგინა.

გასული წლის დეკლარაციის მიხედვით კი, რომელიც 2016 წლის პერიოდს მოიცავს, წლის განმავლობაში მილორავამ ხელფასის სახით 165 604 ლარი მიიღო.

მილორავას მსგავსად, შემცირდა კომისიის წევრის, გოჩა შონიას ხელფასიც. შონიამ 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, სემეკიდან 11 029 ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, შონიამ კომისიის წევრის ხელფასის სახით 121 870 ლარი მიიღო, წინა წელს კი მისი ანაზღაურება წელიწადში 162 523 ლარს შეადგენდა.

მილორავასა და შონიასგან განსხვავებით, არ შეცვლილა კომისიის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ფანგანის ანაზღაურება. მან 2017 წელსაც, წინა წლის მსგავსად, სმეეკიდან ანაზღაურების სახით წლის მანძილზე 160 700 ლარი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი