ახალი ამბები

თბილისს ფრანსუა ოლანდი ეწვევა

12 მაისი, 2014 • • 1327
თბილისს ფრანსუა ოლანდი ეწვევა
 
ფრანსუა ოლანდი კავკასიურ ტურნეს ოფიციალური ვიზით საქართველოში დაასრულებს. მან უკვე გამართა შეხვედრები ბაქოსა და ერევანში.


გიორგი მარგველაშვილი, ფრანსუა ორლანდი
გიორგი მარგველაშვილი, ფრანსუა ორლანდი

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.



ვიზიტის შედეგებს გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ. ვიზიტის ფარგლებში ფრანსუა ოლანდი საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება და ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრება. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგულ დელეგაციასთან ერთად თბილისს იმავე დღეს დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი