ახალი ამბები

ირაკლი ალასანია: თუ ღარიბაშვილი არაა წარმატებული, ალასანია ვერ იქნება წარმატებული

10 მაისი, 2014 • • 1075
ირაკლი ალასანია: თუ ღარიბაშვილი არაა წარმატებული, ალასანია ვერ იქნება წარმატებული

“ის, რაც აჟიოტაჟი ატყდა ამ კვლევებთან და ციფრებთან დაკავშირებით… ერთი მთავარი ციფრი, რაც აინტერესებს პრემიერ ღარიბაშვილს და თითოეულ ჩვენგანს, მე შემიძლია თავდაცვის სამინისტროზე ჩამოგიყალიბოთ – 20%-ით გაეზარდა ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი. 300 დოლარით გავუზარდეთ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს. მინისტრის და ჯარისკაცის ჯანდაცვა ერთნაირია, განსხვავებით წინა წლებისგან. 800-მდე ბინა ჩაბარდა ბოლო წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებს. ეს ის ციფრებია, რომელიც ჩვენს მთავრობას აინტერესებს. შეკითხვაზე – ერთიანია თუ არა გუნდი, ერთობის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ეს იყო არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ყველა მინისტრის და მთავრობის პირველი პირის წარმატება, ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები, თუ ღარიბაშვილი არ იქნება წარმატებული”, – განაცხადა ალასანიამ.

 

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას მინისტრების სქმიანობიდან ყველაზე ყველაზე კარგად ირაკლი ალასანიას საქმიანობას აფასებს. ასევე, საჯარო პირებს შორის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორის შემდეგ იგი ყველაზე მოწონებად ფიგურად  დასახელდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი