ახალი ამბები

პოლონეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება

31 ოქტომბერი, 2018 • 1931
პოლონეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება

თბილისში, პოლონეთის საელჩოსთან სოლიდარობა გამოუცხადებენ  მოკლული 28 წლის ქალის ოჯახსა და ახლობლებს. სოლიდარობის აქცია საელჩოსთან დღეს, 31 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.

პაულინე დ. პოლონეთში 20 ოქტომბერს  გაუჩინარდა. პოლიციამ 28 წლის ქალის გვამი ქალაქ ლოძის ტბაში 26 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვა. ქალს ყელის არეში 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

პაულინეს მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალი საქართველოს მოქალაქეს, მ. ხ-ს  წაუყენეს და მას ინტერპოლი  წითელი ცირკულარით ეძებს.

გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით ინტერპოლი საქართველოს მოქალაქეს ეძებს

მასალების გადაბეჭდვის წესი