ახალი ამბები

მორიგი საპროტესტო აქცია “ანტიდისკრიმინაციულ კანონზე”

9 მაისი, 2014 • • 993
მორიგი საპროტესტო აქცია “ანტიდისკრიმინაციულ კანონზე”

მათ “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ერთ–ერთი ეკლესიის მრევლს წარმოადგენდნენ და “ანტიდისკრიმინაციული კანონის” გაპროტესტების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. 


ამ დროისათვის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია. 


“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონი, რომელიც პარლამენტმა 2 მაისს დაამტკიცა, ოფიციალურად ძალაშია.   საქართველოს პრეზდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კანონს 2014 წლის 5 მაისს მოაწერა ხელი. 

 


საზოგადოების გარკვეული ჯგუფი პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას სთხოვდა. ამ მოთხოვნით 6 მაისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან “გვარის წინამძღოლთა კავშირის” ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

 

 

აღნიშნული კანონით, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. საპატრიარქო წინააღმდეგი იყო აღნიშნულ ჩამონათვალში დაფიქსირებულიყო სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.

 

 

 

მიუხედავად სასულიერო პირების წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას პარლამენტში 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, ტექნიკური ხარვეზის გამო საბოლოო შედეგად დაფიქსირდა – 114 მომხრე 1-ის წინააღმდეგ.



მასალების გადაბეჭდვის წესი