ახალი ამბები

რატომ ფიქრობს ნინო ბურჯანაძე, რომ ირაკლი ალასანიას “იმპიჩმენტის” საკითხი უნდა დაისვას

8 მაისი, 2014 • • 1162
რატომ ფიქრობს ნინო ბურჯანაძე, რომ ირაკლი ალასანიას “იმპიჩმენტის” საკითხი უნდა დაისვას

“ბატონმა ალსანიამ თავისი გამოსვლებისა და კომენტარების დროს ქვეყნის ინტერესებზე რომ იზრუნოს და არა საკუთარი პატრონების ინტერესებზე, ძალიან კარგი იქნება. განცხადება, რომელიც მან გააკეთა იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, არის უბრალოდ ან ძალიან დიდი უცოდინრობა და უპასუხისმგებლობა, ან ქვეყნის ღალატი, იმიტომ, რომ ეს ქვეყანას რეალური საფრთხის წინაშე აყენებს. ამაზე ნორმალურ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრს პასუხს ნამდვილად მოსთხოვდნენ, შეიძლება იმპიჩმენტის პროცედურაც კი დაწყებულიყო”, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება თემის წინასწარი პოლიტიკური მოთელვის გარეშე მიუღებელია:

“სხვათა შორის, ნატოსთანაც კი შეთანხმებული არ ყოფილა ეს და ბატონი აპატურაიც, ბატონი ჰეიგიც და სხვებიც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. პასუხსაც კი ვერ გვაძალევენ ამ თემაზე. სერიოზული პოლიტიკოსები ასეთ რამეს არ აკეთებენ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის განცხადება გაaკეთონ ისე, რომ წინასწარ მოთელილიც კი არ იყოს ის, როგორც მტერთან, ისე მოყვარესთან”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

epa02754706 Nino Burjanadze, one of the Georgian opposition leader speaks during a press conference in Tbilisi, Georgia 27 May 2011. Two people were killed and at least 39 injured in clashes between hundreds of opposition supporters and security forces in Georgia, media reports said 26 May.  EPA/ZURAB KURTSIKIDZE

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 1 მაისს ვაშინგtონში განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შესთავაზოს ასპირანტ ქვეყნებს NATO–ს წევრობა და საქართველოში საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები განათავსოს. ამ საკითხს საქართველს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა:

“ეს არის საკითხი, რომელიც იდეის დონეზე გაჟღერდა, რომელსაც ყურადღებით მოეკიდნენ ნატოს წევრი ქვეყნები, და ამ თემაზე დისკუსია და საუბარი გაგრძელდება, მაგრამ კონკრეტული არც არაფერი ყოფილა შეთავზებული და არც გადაწყვეტილებაა მიღებული”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.   

მასალების გადაბეჭდვის წესი