ახალი ამბები

NDI-ს კვლევა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად სახელდება

8 მაისი, 2014 • • 980
NDI-ს კვლევა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად სახელდება

გამოკითხულთა 85% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა მნიშვნელოვანია. საპირისპირო აზრი გამოკითხულთა 4%-ს აქვს. ნეიტრალური დამოკიდებულება- 9%-ს, ხოლო 35-მა არ იცის. ამავე კვლევის 2013 წლის სექტემბერში ჩატარებული ტალღის მიხედვით, ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა გამოკითხულთა 81%-ისთვის იყო მნიშვნელოვანი.

 

კითხ

NDI;: აპრილის კვლევა/რომელია ძლიერი ოპოზიციური პარტია
NDI;: აპრილის კვლევა/რომელია ძლიერი ოპოზიციური პარტია

ვაზე, რომელ ოპოზიციურ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, 51% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მიიჩნევს, ქრისტიან დმეოკრატიული მოძრაობისა და ერთიანი საქართველოს კოალიციაას 8% ასახელებს, ლეიბორისტულ პარტიას- 4%, ხოლო არც ერთ პარტიას- გამოკითხულთა 21%. 

 

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართა. 

 

NDI;: აპრილის კვლევა/მნიშვნელოვანია თუ არა ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა?
NDI;: აპრილის კვლევა/მნიშვნელოვანია თუ არა ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა?

NDI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2014 წლის 26 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. კვლევა ჩაატრა CRRC საქართველომ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 4 ათასამდე ქართულენოვანი მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით. კვლევაში გამოიკითხა ქალქისა და სოფლის მოსახლეობა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 2.1%

მასალების გადაბეჭდვის წესი