ახალი ამბები

NDI: ივანიშვილის რეიტინგი 23%-ით დაეცა

8 მაისი, 2014 • • 1221
NDI: ივანიშვილის რეიტინგი 23%-ით დაეცა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი გამოკითხულთა 96%-ს მოსწონს, მისი რეიტინგი 2013 წლის ნოემბერში ჩატარებული ამავე კვლევის შემდეგ არ შეცვლილა. NDI განმარტავს, რომ კვლევის საშუალო ცდომილება არის 2,1%, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილება რეიტინში, რომელიც ცდომილების ფარგლებშია, ზოგად სურათს არ ცვლის. 

 

NDI;: აპრილის კვლევა/მოგწონთ თუ არ მოგწონთ?
NDI;: აპრილის კვლევა/მოგწონთ თუ არ მოგწონთ?

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, აქ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს. იგი გამოკითხულთა 67%-ს მოსწონს. ალასანია 2013 წლის ნოემბერში 72%-ს მოსწონდა. ალასანიას მოსდევს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი -64%. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს გამოკითხულთა 61%-ს მოსწონს. უსუფაშვილის რეიტინგი 2013 წლის ნოებრის შემდეგ 4%-ით დაეცა. 

 

NDI;: აპრილის კვლევა/მოგწონთ თუ არ მოგწონთ?
NDI;: აპრილის კვლევა/მოგწონთ თუ არ მოგწონთ?

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს. ივანიშვილს 2013 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 74% ასახელებდა, ხოლო კალაძეს- 60%. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეტინგი ნოემბერში 72% იყო, აპრილის გამოკიხტვის მიხედვით, 46%-ს მოსწონს. 

 

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართა. 

 

ბიძინა ივანიშვილი 2013
ბიძინა ივანიშვილი 2013

NDI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2014 წლის 26 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. კვლევა ჩაატრა CRRC საქართველომ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 4 ათასამდე ქართულენოვანი მოქალაქე მთელი საქართველოს მასშტაბით. კვლევაში გამოიკითხა ქალქისა და სოფლის მოსახლეობა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 2.1%

მასალების გადაბეჭდვის წესი