ახალი ამბები

საგანგაშო შეტყობინება ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტზე

7 მაისი, 2014 • • 1850
საგანგაშო შეტყობინება ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტზე

შეტყობინებაში გასატარებელ ღონისძიებად მითითებულია სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. 

 

“მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 240 გრამიანი  2544 ერთეული თევზის კონსერვი შემოვიდა. იმპორტი 2013 წლის 23 ოქტომბერს განხორციელდა შ.პ.ს. “ევერესტი 2010“-ის მიერ. კონსერვის ვარგისიანობის ვადა 03.10.2017 წლამდეა.

 

საქართველოს კანონმდებლობით შებოლილ თევზში ბენზ(ა)პირენის შემცველობა დაშვებულია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატვიური წარმოშობის კონსერვში  იგი 0,0094 მგ/კგ აღმოჩნდა”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოიძიეს აღნიშნული პარტია, თუმცა შემოწმების შედეგად საწყობში კონსერვები არ აღმოჩნდა. მეწარმის განცხადებით, სურსათი უკვე რეალიზებულია საცალო ვაჭრობის ობიექტებში. ამჟამად სააგენტოს სპეციალისტები საცალო ვაჭრობის ობიექტებს ამოწმებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი