ახალი ამბები

ჯაფარიძემ უსუფაშვილს გაუსწრო და მე-5 ადგილს იკავებს [ინფოგრაფიკი]

29 ოქტომბერი, 2018 •
ჯაფარიძემ უსუფაშვილს გაუსწრო და მე-5 ადგილს იკავებს [ინფოგრაფიკი]

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგებით, “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ხმების 2.26% (36 026 ხმა) მიიღო და კანდიდატებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა (13:30 სთ.).

თავდაპირველად ჯაფარიძე იკავებდა მეექვსე პოზიციას სალომე ზურაბიშვილის (615 610), გრიგოლ ვაშაძის (601 186), დავით ბაქრაძის (174 747), შალვა ნათელაშვილისა (59 621) და დავით უსუფაშვილის შემდეგ.

ამ დროისთვის, დავით უსუფაშვილს 36 005 ხმა აქვს მიღებული, რაც მთლიანობაში ხმათა 2.26% პროცენტს შეადგენს. ცესკოს მონაცემებით, დარჩენილია მხოლოდ ერთი უბნის შედეგების გამოქვეყნება.

ეს “გირჩისთვის” პირველი არჩევნებია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ოლქების მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძის შედეგი ასე გამოიყურება:

Pictorial
Infogram

მასალების გადაბეჭდვის წესი