დეპუტატი თამაზაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც IDFI–იმ გამოაქვეყნა, სიმართლეს შეესაბამება. დეპუტატის თქმით, როდესაც მან მუშაობა დაიწყო (2007 წელი), უნივერსიტეტში სწავლის პროცესი შეაჩერა დამამთავრებელ სემესტრში და წელს აღადგინა სტუდენტის სტატუსი:


“ახლა აღვადგინე და დამამთავრებელ სემესტრზე ვარ”.




ალექსანდრე თამაზაშვილი დედოფლისწყაროს მაჟორიტარი 2012 წელს გახდა. იგი პრემიერ–მინისტრის ცოლის ძმაა. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მისი სპეციალობა სამართალმცოდნეობაა. ამასთან, იმავე ვებგვერდის თანახმად, იგი 2007–2012 წლებში შპს ტოპტრანსსერვისში იურისტად მუშაობდა.

საქართველოს კანონმდებლობა პარლამენტის წევრობისთვის უმაღლეს განათლებას არ მოითხოვს. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან. საარჩევნო კოდექსი კი აკონკრეტებს, რომ პირს დეპუტატის მანდატის მისაღებად ქართული ენის ცოდნაც ესაჭიროება.


ალექსანდრე თამაზაშვილი
ალექსანდრე თამაზაშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *