ახალი ამბები

29 ოლქი, სადაც გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს არჩევნები მოუგო

29 ოქტომბერი, 2018 • 3740
29 ოლქი, სადაც გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს არჩევნები მოუგო

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო (616 615 ხმა). მეორე ადგილზე 37.7%-ით (601 186 ხმა) გავიდა “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ეს არის 29 ოქტომბრის 13:20 საათის მონაცემები. ამ დროისათვის 3 705 უბნიდან დარჩენილია მხოლოდ ერთი უბნის შედეგების გამოქვეყნება.

იმის გამო, რომ 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ აიღო, მაქსიმუმ 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური და გამარჯვებული ასე გამოვლინდეს.

28 ოქტომბრის არჩევნებზე სულ გახსნილი იყო 84 საარჩევნო ოლქი, სადაც გრიგოლ ვაშაძემ 29 ოლქსა და საზღვარგარეთ სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

ოლქები, სადაც გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოუგო.

 

 

 

ზურაბიშვილი – 38.63%; ვაშაძე – 37.74% – დათვლილია უბნების 99.95% – ცესკოს წინასწარი შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი