ახალი ამბები

იმერლიშვილის თქმით, თურქეთთან და აზერბაიჯანთან საუბარი კულტურულ მემვიდრეობასაც შეეხო

7 მაისი, 2014 • • 1261
იმერლიშვილის თქმით, თურქეთთან და აზერბაიჯანთან საუბარი კულტურულ მემვიდრეობასაც შეეხო

“იყო კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი, იყო მათ შორის საუბარი იშხანისა და ოშკის რესტავრაციაში ქართველი რესავრატორების ჩართვაზე. როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი გახლდათ ვიზიტით როგორც თურქეთში, ასევე აზერბაიჯანში, როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანშიც არის დემერკაციის პრობლემები, ოღონდ იქ განსხვავებით იშხანისგან და ოშკისგან. ორივე პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მზად არიან ქართველო სპეციალისტები ჩართონ ამ მოლაპარაკებებში და მათი თანამონაწლეობით მიიღონ გადაწყვეტილებები შემდგომი რესტრავრაციების. პატრიარქიც გახლდათ ვიზიტით და მასთანაც იგივე განმეორდა”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

 

 

საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე აცხადებს, რომ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი თურქეთში განხორციელებული ვიზიტების დროსაც იყო:

 

“მათ შორის იქნება კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ანკარაში გაიმართა მოლაპარაკებები კულტურული მემკვიდრეობის ფინდის ხელმძღვანელობასა და თურქეთის მუზეუმების ფონდს შორის. ცოტა ხნის წინ ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორისა, რომელზეც ასევე იყო საუბარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და პატრიარქი სტუმრობდა იშხანსა და ოშკსაც.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი