ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74% შეადგინა

28 ოქტომბერი, 2018 • 1587
საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74% შეადგინა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74% შეადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში საქართველოს 1 637 956-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა – 64.74% – ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 36.47% – მარნეულში.

რაც შეეხება თბილისს,  20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 45.4 % შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 1 382 017-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამომრჩეველთა აქტივობა 46,6%-ს შეადგენდა.

ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი