ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება მეორე ტური – უსუფაშვილი

28 ოქტომბერი, 2018 • 1783
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება მეორე ტური – უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს აუცილებლად ექნება მეორე ტური. როგორც მან პარტიის ბრიფინგზე განაცხადა, მეორე ტურში გადავლენ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და ენმ-ის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე.

“როგორც უკვე აღვნიშნე, ეგზიტპოლების შედეგებით ჩვენ დასკვნებს არ ვაკეთებთ, თუმცა ეგზიტპოლებიც და მოსახლეობის განწყობებიც მიანიშნებს მკაფიო ტენდენციაზე… მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება მეორე ტური. მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მეორე ტურში იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. მე არ ვიცი, რომელი იქნება პირველ ადგილზე და რომელი დაიკავებს მეორე ადგილს, როგორც ჩანს, ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სწორედ ამისთვის”, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

მისივე განცხადებაში, დავით უსუფაშვილი მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და მოუწოდებს მათ, ამომრჩევლის ხმა ადეკვატურად ასახონ. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი ახლა სწორედ ელექტორატის ხმების დაცვაა.

“ის, რომ მათ [მმართველმა გუნდმა] მიიღეს ასეთი მძიმე შედეგი არჩევნებში, ეს იმ უგუნური პოლიტიკის შედეგია, რასაც “ქართული ოცნება” აწარმოებდა. ვაფრთხიელბდით, რომ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანდა. საფრთხობელად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი ერთხელაც იქნებოდა და თავის საცეცებს გამოაჩენდა. დღეს ელექტორატმა სწორედ პროტესტი გამოუცხდა ქართულ ოცნებას და ეს გაკვეთილი უნდა გაიზიაროს ყველამ”,- განმარტავს დავით უსუფაშვილი.

სამივე ეგზიტპოლის შედეგები ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი