ახალი ამბები

ჯერჯერობით, არ არის II ტურის მონაცემები, თუმცა დაველოდები ცესკოს შედეგებს – ზურაბიშვილი

28 ოქტომბერი, 2018 • 1873
ჯერჯერობით, არ არის II ტურის მონაცემები, თუმცა დაველოდები ცესკოს შედეგებს – ზურაბიშვილი

რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა. ის “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს დაეყრდნო, თუმცა აღნიშნა, რომ “ცესკოს” პირველად შედეგებს დაელოდება.

“ძალიან დიდი მადლობა ყველას. მინდა, პირველ რიგში, ამომრჩევლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მაგრამ, მაინც ვთქვა, რომ თუმცა ეს არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, ეს მაინც არ არის ჯერ “ცესკოს” მიერ გამოცხადებული წინასწარი, შეჯერებული შედეგები. ამიტომ დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება ცესკოს პირველადი მონაცემები.

მე მიყვარს სიფრთხილე. ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი, ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკოს პირველად შედეგებს“, – თქვა მან და დაამატა:

“ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, თუმცა მაინც დაველოდები “ცესკოს” შედეგებს, გვიან ღამით, როცა იქნება პირველადი შედეგები”.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების სამი ეგზიტპოლი გამოქვეყნდა. კვლევები “ქართული ოცნების”, “რუსთავი2”-ისა და “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარდა.

მმართველი პარტიის მონაცემებით, ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს, “რუსთავი2”-ის მიხედვით ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს თანაბარი შედეგი აქვთ, “ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლით კი, არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.

სამივე ეგზიტპოლის შედეგები ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი