ახალი ამბები

ილხამ ალიევი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეგიონში უზრუნველვყოთ ენერგოუსაფრთხოება

6 მაისი, 2014 • • 1350
ილხამ ალიევი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეგიონში უზრუნველვყოთ ენერგოუსაფრთხოება

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, სამიტის ფარგლებში, თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი შედგა.  


“პროექტები გაზისა და ნავთობის სექტორში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს საინვესტიცო პროეექტები აერთანებს ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო მჭიდროდ. სწორედ ეს სამმხრივი ფორმატი  დიდ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ რეგიონალურ დონეზე, არამედ  მთელ მსოფლიში. ჩვენი თანამშრომლობა მართლაც უნიკალური გამოდგა. როცა სამი თანასწორუფლებიანი ქვეყანა ერთიანდება და აშენებენ საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა.  

 

მან სამ ქვეყანას შორის გამხორციელებული და მიმდიანარე ენერგეტიკული პროექტებიც შეაფასა: 

ილხამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი, აბდულა გიული - თბილისის სამიტი 2014, 06/05/2014
ილხამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი, აბდულა გიული – თბილისის სამიტი 2014, 06/05/2014

“ძირითადი გამოცდილება, რაც ჩვენ მივიღეთ, არის სამაგალითო სხვა ქვეყნეისთვის. სამივე ქვეყანამ ამ პროექტებით სარგებელი ნახა: “ბაქო–თბილისი–ერზრუმი”, “ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი”, “ბაქო–თბილისი–ყარსი”, ყველა ეს პროექტი გასცდა რეგიონის საზღვრებს  და შეიძინა საერთაშორისო მნიშვნელობა. სამივე ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავისი ენერგოუსაფრთხოება, მთლიანი უსაფრთხოება რეგიონისა, რაც სერიოზული გარანტიაა.  პროექტები, როემლსაც ჩვენ ვაწარმოებთ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისათვის და ზოგადად მსოფლიოსთვის. “შაჰ–დენიზის’ ორი პროექტი, “ტარნს–ანატოლიური” და “ტრანს ადრეატიკული” გაზსადენის მშენებლოობა, ეს იქნება ევროპისათვის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სულ ცოტა 45 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია. ეს იქნება ჩვენი თანხა, ჩვენი ინვესტიციები, ეს იქნება  ჩვენი კონტრიბუცია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისათვის. ჩვენ შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს ამ პროექტის განხორციელების დროს, და როცა ჩვენ განვიხილეთ ეს პროექტი, გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად ყველა უნდა იყოს ჩარული, მათ შორის ბიზნესერთეულები.  ჩვენ მზად ვართ გავაფართოოთ ჩვენი ბიზნესინვესტიციები. დარწმუნებული ვართ, რომ ინვესტიციები სასარგებლო და სიკეთის მომტანი იქნება ყველა მხარისათვის. აზერბაიჯანი ინვესტიციებს დებს თურქეთში, საქართველოში და კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ნებას, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის.”

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “თბილისის სამიტი 2014” გაიხსნა, რომელშიც თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მონაწილეობენ. სამი პრეზიდენტის ერთობლივ ბრიფინგზე ილხამ ალიევმა გამოთქვა სურვილი, რომ შემდეგი სამიტი აზერბაიჯანში გაიმართოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი