ახალი ამბები

მარნეულის #59 უბნის გარეთ კანიდატების მხარდაჭერებს შორის ჩხუბი მოხდა – „მრავალეროვანი საქართველო“

28 ოქტომბერი, 2018 •
მარნეულის #59 უბნის გარეთ კანიდატების მხარდაჭერებს შორის ჩხუბი მოხდა – „მრავალეროვანი საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერებმა იჩხუბეს. კითხვაზე, რომელი კანდიდატების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ფაქტს აზუსტებენ.

“აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებელმა სათნადო რეაგირების მოხდენის მიზნით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ინციდენტის თაობაზე ორგანიზაციის ცენტრალურმა ოფისმა ასევე აცნობა შსს-ს, რის შედეგადაც ხსენებულმა უწყებამ ინციდენტი აიყვანა კონტროლზე,”-აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრა კალატოზიშვილი.

ჯამში, ორგანიზაციამ 25 დარღვევა დააფიქსირა და საუბნო კომისიაში 7 ,ხოლო ოლქში 2 საჩივარი შეიტანა.


„მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს. არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს 16 საარჩევნო ოლქს.

მასალების გადაბეჭდვის წესი