ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა

28 ოქტომბერი, 2018 • 818
სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა

საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მისცა ხმა. მან თავისი არჩევანი თბილისში გააკეთა.

“დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა. დღეს არის პირველი ტური და ამ საღამოსვე გავიგებთ, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა. მე ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მეორე ტურს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: “მე ამომრჩევლის იმედი მაქვს”.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ბოლოჯერ იმართება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევთ. საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 8 საათზე და 20 საათამდე ღია იქნება. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, მაშინ დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც საუკეთესო შედეგის ორი კანდიდატი იყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი