ახალი ამბები

ტელეფონს თავში ჩაგარტყამ – საკრებულოს წევრის მუქარა მარნეულის საარჩევნო უბანზე[video]

28 ოქტომბერი, 2018 • 1505
ტელეფონს თავში ჩაგარტყამ – საკრებულოს წევრის მუქარა მარნეულის საარჩევნო უბანზე[video]

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მარნეულში აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე საკრებულოს წევრი მას ტელეფონის თავში ჩარტყმით დაემუქრა.

“ნეტგაზეთმა” მოიპოვა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ეს მუქარა აზერბაიჯანულ ენაზე.

შემთხვევა  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის მე-13 საარჩევნო უბანზე მოხდა. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი  მარნეულის საკრებულოს წევრს, ალი მურადოვს ტელეფონით იღებდა საარჩევნო უბანზე, როგორც არაუფლებამოსილ პირს, რაზედაც საკრებულოს წევრმა უთხრა, რომ გადაღების უფლება არ ჰქონდა და ტელეფონს თავში ჩაარტყამდა.

საარჩევნო უბანზე ამ ფაქტის გამო ოპოზიციის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ რუხანგიზ ხატუნოვამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საკრებულოს წევრი უბანზე არ დაუშვეს და უკან გააბრუნეს, თუმცა მუქარის შესახებ არაფერი იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი