ახალი ამბები

ქართველი სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა

4 მაისი, 2014 • • 1429
ქართველი სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის 300-მა სამხედრომ ავღანეთში 7 თვის განმავლობაში, ISAF-ის მისიის ფარგლებში, დაკისრებული მოვალეობა შეასრულეს. სამშვიდობოებს ალექსეევკას აეროპორტში გენერალური შტაბისა და სახმელეთო ძალების ხელმძღვანელები დახვდნენ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით, სრული სპექტრის ოპერაციები განახორციელეს. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იყო.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ 31-ე ბატალიონის საქართველოში ჩამოსვლა ეტაპობრივად მოხდება. ბატალიონი მიმდინარე თვის ბოლომდე სრულად დაბრუნდება საქართველოში. ისინი ავღანეთში მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.          

მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში 7 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიაში მონაწილეობდნენ
მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში 7 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიაში მონაწილეობდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი