ახალი ამბები

BBC: ავღანეთში მეწყერს 250–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

2 მაისი, 2014 • • 4008
BBC: ავღანეთში მეწყერს 250–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

გამოცემის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოწვა და ქვებსა და ტალახში ასობით სახლი დაიმარხა. ბადახშანის პროვინციაში სულ 1000–მდე სახლი დაზიანდა, ხოლო 300 სახლი მომენტალურად დაიმარხა. 


რაიონში სამაშველო სამუშაოები დაწყებულია, მაშველები გადარჩენილებს ეძებენ, თუმცა პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, მათ არასაკმარისი ტექნიკა ყავთ.


“ჩვენ საკმარისი ნიჩბებიც კი არ გვაქვს, მეტი ტექნიკა გვჭირდება”, – განაცხადა მან.


როგორც BBC–ს კორესპონდენტი დევიდ ლოინი ქაბულიდან იუწყება, გადაუღებელი წვიმების გამო ბოლო კვირაში წყალდიდობაც მოხდა, რასაც 150 ადამიანი ემსხვერპლა.


ბადახშანის პროვინცია, ავღანეთი
ბადახშანის პროვინცია, ავღანეთი


მასალების გადაბეჭდვის წესი