ახალი ამბები

ნინია კაკაბაძის კანდიდატურა პარლამენტმა კიდევ ჩააგდო

2 მაისი, 2014 • • 1028
ნინია კაკაბაძის კანდიდატურა პარლამენტმა კიდევ ჩააგდო

პარლამენტმა ნინია კაკაბაძის კანდიდატურა 32 ხმით 27-ის წინააღმდეგ ჩააგდო.

 

პარლამენტმა მის კანდიდატურა მესამედ არ დაუჭირა მხარი. კანონის თანახმად, სწორედ ამდენჯერ შეეძლოთ უმრავლესობას და უმცირესობა ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა.  

 

რაც შეეხება უმცირესობის მეორე კანდიდატს, დავით კიზირიას, მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ვერ დადგა, რადგან კანდიდატს კენჭისყრაზე წარსადგენად 17 დეპუტატის ხმა სჭირდება, ხოლო კიზირიას ამდენი დეპუტატის მხარდაჭერა არ აქვს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დავით ბეჟუაშილმა მისი მხარდამჭერი განცხადება უკან გაიხმო. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ უმრავლესობას კიზირიას კანდიდატურის ხელოვნურად ჩაგდებაში დასდო ბრალი. 

 

პარლამენტის დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, რომელიც მეორე ტურს წარმოადგენდა, სამეურვეო საბჭოს  2 წევრის ადგილი ვაკანტური დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე განმარტა, რომ მეორე ტურზე ხმების საჭირო რაოდენობის ვერმიღების შემთხვევაში სამეურვე საბჭოს წევრი ხდება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს 50 ხმაზე მეტს, თუმცა ამდენი ხმა დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი