ახალი ამბები

საურავების რაოდენობა შემცირდა

2 მაისი, 2014 •
საურავების რაოდენობა შემცირდა

კანონპროქტის განმაარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზანია ადეკვატური და ზომიერი სახდელების დაწესების მიზნით საურავის ოდენობის და მართვის უფლების შეჩერების ვადების შემცირება, აგრეთვე, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა. 

 

ცვლილებებით, თუ პირი 30 დღეში მასზე დაკისრებულ საჯარიმო თანხას არ გადაიხდის, მას საურავი დაეკისრება ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო დადგენილ ვადაში ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში მართვის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერდება.

 

ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო  გამოცემული დადგენილება მართვის უფლების შეჩერებაზე შეიძლება გაუქმდეს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და საურავს, ხოლო თუ ჯარიმა 100 ლარს აღემატება, ის გადაიხდის ჯარიმისა და საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 2 ათასი ლარისა. 

 

გარდა ამისა, ცვლილებებით, ადმინსიტრაციული სახდელის დადების არსებული 2-თვიანი ვადა იზრდება 4 თვემდე. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი