უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ამბობს, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო კანონპროექტში არაფერია:
“ამ კანონში არაფერია საპატრიარქოს საწინააღმდეგო, არც მართლმადიდებლური ეკლესიის, არც ზოგდად იმ ფუნდამეტური ღირებულeბების, რასაც მართლმადიდებლობა ეფუძნება. ეს კანონი ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგ არის მიმართული, რასაც მართლმადიდებლობაც ეფუძნება. აქ არის ჩადებული კონკორდატი და გარდა ამისა, საუბარია იმაზეც, შეიძლება შეიზღუდოს ამ კანონით დაცული უფლებები დიკსრიმინაციის აღმოფხვრის, თუკი ეს ემსახურება კანონიერ მიზანს და თუ ეს შეზღუდვა დაკავშირებულია საზოგადოებრივი ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებებთან. ამ კანონის მიღებით ჩვენ პროპაგანდას არ ვუწევთ ჰომოსექსუალობას.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი კი ნებისმიერ შიშს ინფორმაციის დეფიციტს უკავშირებს:
“ყველა შიში, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოითქმება, განპირობებულია იმით, რომ საზოგადოებაში ჯეროვანი ინფორმაცია არ არის კანონის ჩანაწერებთან დაკავშირებით. კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშნები კანონპროექტთან დაკავშირებით მცირეა და კარგია, რომ პარლამენტი ერთხმად იღებს მას. თუმცა ვფიქრობ, რომ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი ბევრად უკეთესი იქნება.”

საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მეორე მოსმენით მიღებული ანტისკრიმინაციული კანონპროექტი ეკლესიისთვის მისაღები არ არის.
