ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვალზე – ამაზე პასუხისმგებელი მე არ ვიქნები

25 ოქტომბერი, 2018 • 2054
სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვალზე – ამაზე პასუხისმგებელი მე არ ვიქნები

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის სახელმწიფო ვალზე ჰკითხა. ვაშაძე დაინტერესდა, იცოდა თუ არა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, 2019 წელს რამდენით გეგმავს მთავრობა ვალის გაზრდას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფო ვალის საკითხი პრეზიდენტს არ ეხება, თუმცა მთავრობა 46%-იან ლიმიტს მშპ-ს მიმართ არ გადააჭარბებს.

“სახელმწიფო ვალზე პასუხისმგებელი არ ვიქნები, თუმცა ვიცი, რომ ვართ დადგენილ ფარგლებში, 46%-ს ვგულისხმობ. ვიცი, რა არის ჩემი კომპეტენცია და რა არა. არ მაქვს პრეტენზია, რომ შევძლებ პენსიების გაზრდას ან ვალის შემცირებას. ეს არ არის ის, რისთვისაც მოვდივარ. ასე რომ, მე ვარ ძალიან გულწრფელი ჩემს ამომრჩეველთან, არ უნდა მოვატყუოთ ისინი,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვაშაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა სახელმწიფო ვალის 2 მილიადი ლარით გაზრდას გეგმავს. ზურაბიშვილის საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა, რომ 2012 წელს არსებული 33%-დან ვალი დღეის მდგომარეობით 46%-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი