გუბაზ სანიკიძის თქმით, “ეროვნული ფორუმი” კანონპროექტს მხარს უჭერს, თუმცა თვლის, რომ ამ კანონის მიღების საკითხი იხურება:
“ჩვენთვის ეს საკითხი იხურება, რადგან უფლებები თანაბარი ხდება. თუ ვინმე მერე რაღაცას გეგმავს, შეიძლება ჩვენ რაღაცებში ძალიან პრინციპულად ვეღარ შევთანხმდეთ. ჩემო თანამოქალაქეებო, ამ კანონის მიღება ჩვენთვის აუცილებელი არის, აუცილებელი არის ასოცირების ხელშეკრულება. ადრე თუ გვიან, აუცილებელი არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ამაშიც გვჭირდება ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება. “
მისივე თმით, მას 2008 წლის ომის დროს ცხინვალში, მღვდლებისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნახავს:
“თუ საერო ხელისუფელბა ან სასულიერო ხელისუფლება დასუსტდა, ეს ქვეყანა იქნება ხეიბარი. ჩემი დიდი თხოვნაა, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ ნაწილს მივმართავ, ნუ წარმოვაჩენთ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ ეკლესიაში არის ბნელი ძალები და ა.შ. მე ერთ ფაქტს გავიხსენებ- ომის დროს, 2008 წელს მე არასამთავრობო ორგანიზაციები ცხინვალში არ მახსოვს, მღვდლები კი მახსოვს, გვამები რომ გამოჰქონდათ, დაჭრილები რომ გამოყავდათ და ხელისუფლების მიერ მიტოვებული ხალხი, რომ გამოყავდათ. ის მღვდლები მახსოვს, ქალაქის სამმართველოსთან რომ გვარბევდნენ და მომიტინგეებს იცავდნენ. ეკლესია არის ჩვენი სინდისი, ხანდახან შეგვაწუხებს და შევწუხდეთ, არაფერი არ გვიჭირს და დარტყმის ქვეშ ნუ ვაყანებთ ამას. ეკლესია და ხელისუფელბა განწირული ვართ თანამშრომლობისთვის, სხვა გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ დაგვემხობა ეს ქვეყანა.”
სანიკიძის თმით, შიშები, რომელიც მრევლს აქვს, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში ჩადებული არ არის.

![სანიკიძე: რუის-ურბნისის განჩინებაში წერია სექსუალურ უმცირესობებზე [video] სანიკიძე: რუის-ურბნისის განჩინებაში წერია სექსუალურ უმცირესობებზე [video]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000010927.jpg)






