ახალი ამბები

ტუღუში: პრემიერის განცხადება კონსტრუქციული არ არის

1 მაისი, 2014 • • 1286
ტუღუში: პრემიერის განცხადება კონსტრუქციული არ არის

“გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. პრემიერის ასეთი განცხადება არ არის კონსტრუქციული. ეს ჩემი აზრით ზიანს მიაყენებს, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებას, მასაც, და ქვეყნისთვისაც არის ცუდი იმიტომ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, ასეთი სულისკვეთებით გაჟღენთილი განცხადებები ნამდვილად არ არის კარგი. მე ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა, როცა ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ. ძალიან დიდი ხანია აღარ მომისმენია ასეთი განცხადებები და იმედი მაქვს, მომავალშიც აღარ მოვისმენ,” – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუში
ლაშა ტუღუში

 

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ეს შენ გეხებას” კამპანიის წარმოება ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა:

 

“ორი თვის წინ ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარ კამპანიას, სახელწოდებით “ეს შენ გეხება”, და მე მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე არის საფრთხის შემცველი და რომ კატასტროფები ხდება თითოეული მოქალაქისთვის და იწყებენ დარწმუნებას მოქალაქეების, რომ დღეს ისევ გვისმენენ ყველა მოქალაქეს. მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება, გაძლიერება ხდება, ჩვენ ყოველმხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით და რეკლამებში ხარჯავევნ ათასობით, ასიათასობით ლარებს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი და ამას მე ვუწოდებ პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი საქმიანობა”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი