ახალი ამბები

დაპირისპირება ფერადი ტრანსპარანტის გამო პარლამენტთან

1 მაისი, 2014 • • 930
დაპირისპირება ფერადი ტრანსპარანტის გამო პარლამენტთან

დღეს, 1 მაისს შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუდენტური ორგანიზაცია “მელნისფერი თაობის” ორგანიზებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. ამავდროულად, პარლამენტთან ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგე მღვდლების და მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. აღნიშნული აქციის მონაწილე ერთ-ერთი პირი სტუდენტებთან მივიდა და მათი ტრანსპარანტებით დაინტერესდა. 

 

კითხვაზე, თუ რას აპროტესტებდნენ, სტუდენტმა უთხრა, რომ შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ, აღნიშნული პირი ტრანსპარანტებს თვითონაც გაეცნო, თუმცა მან სტუდენტებს “ფერადი ფორმატის” დაკეცვა მოსთხოვა. 


“ეგ ფერადი ფორმატი დაკეცე. დაკეცე, რომ გეუბნები, თორემ თვითონ დაგაკეცინებ.”

აქცია შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან
აქცია შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან

აქცია შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან
აქცია შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან


 

მასალების გადაბეჭდვის წესი