ახალი ამბები

ივანიშვილი ადასტურებს, რომ სამედიცინო მარიხუანის წარმოების იდეის ერთ-ერთი ავტორია

23 ოქტომბერი, 2018 • 4174
ივანიშვილი ადასტურებს, რომ სამედიცინო მარიხუანის წარმოების იდეის ერთ-ერთი ავტორია

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი იდეის ავტორი თავადაც იყო მარიხუანის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის წარმოება/ექპორტზე გატანასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ლიდერის თქმით, ამ თემაზე განხილვებში თავადაც მონაწილეობდა.

როგორც ივანიშვილმა სამ ტელეწამყვანთან ინტერვიუში აღნიშნა, მარიხუანის სამედიცინო/კოსმეტიკური მიზნებისთვის წარმოებითა და ექსპორტზე გატანით შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდი დოლარი ან უფრო მეტი შევიდეს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საზოგადოებისა და საპატრიარქოს კრიტიკის გამო დროებით შეაჩერა პარლამენტმა კანონპროექტი. ქართული ოცნების ლიდერის განცხადებით, მმართველი პარტია პატივს სცემს პატრიარქს, მის მოსაყდრეს და საზოგადოების აზრს.

ქართული ოცნების დამფუძნებლის თქმით, თუ საპატრიარქო დაარწმუნებს ხელისუფლებას, რომ რეალურად არსებობს გარკვეული საფრთხეები მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის კულტივირებაში, ამ კანონპროექტს პარლამენტი არ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი