ახალი ამბები

.,,,,,,,,,,,,,

1 მაისი, 2014 • • 846
.,,,,,,,,,,,,,

დავით უსუფაშვილის თქმით, ზეწოლა ცალმხრივი აქტი არ არის:

 

“პარლამენტი ის ადგილია, სადაც ყველა შეხედულება თამამად უნდა გამოითქვას. მე შეიძლება 3 საათი ვუსმენდე სხდომათა დარბაზში ისეთ გამოსვლებს, რომლებსაც არ ვეთანხმები, მაგრამ ვინაიდან ვისაც არ ვეთანხმები, იმას კიდევ 5 წუთი აქვს, მოთმინებით ვუცდი და კიდე 5 წუთს ვაძლევ თუ ეკუთვნის. სხვას თუ ვუწუნებთ იმას, რატომ არიან კატეგორრიულები, რატომ ითხოვენ რაღაცას არასწორი ფორმებით, ნურც ჩვენ მოვიქცევით ასე. რას ნიშნავს ზეწოლა? ზეწოლის მცდელობა? მოვახერხოთ ის, რომ ქვეწოლის მდგომარეობაში არ ვიყოთ და ზეწოლაც ვერ განხორციელდება. ეგ მე მგონი არ არის ცალმხრივი აქტი.

 

ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და მივიღოთ გადაწყვეტილებები რისიც გვჯერა და რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს [ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი] ერთ-ერთი ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია. არა მარტო იმიტომ, რომ ევროპაში ასეა მიღებული. ჩვენ გვინდა ის ქვეყანა, სადაც ძალადობა არის დაუშვებელი, ტორემ თუ ერთი კონკრეტული ნიშნით არის დაშვებული და წახალისებული, მერე ეს ნიშნები გაფართოვდება,”- აღნიშნავს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი