შესაბამისი ცვლილება “საქართველოს მთავრობსი სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.
მოქმედი კანონის თანახმად, გუბერნატორი უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის მიზნით საქართველოს მტავრობას წარუდგინოს წინადადებები ტერიტორიული ერთეულების, მათ შორის, ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების, ან დათხოვნის შესახებ, რაც, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, გუბენრატორის ფუნქციებიდან გამომდიანრე მიზანშეუწონელია. შესაბამისად, ცვლილებების მხიედვით, გუბერნატორი მთავრობას წარუდგენს წინადადებებს მხოლოდ მის იურისდიქციაში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების, ან დათხოვნის შესახებ.








