ახალი ამბები

ქეთევან ციხელაშვილის მოადგილედ ლია გიგაური დაინიშნა

22 ოქტომბერი, 2018 • 2126
ქეთევან ციხელაშვილის მოადგილედ ლია გიგაური დაინიშნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. სამინისტროს ინფორმაციით, ციხელაშვილის მოადგილედ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლია გიგაური დაინიშნა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გიგაური სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს. ლია გიგაური თანამდებობიდან 10 სექტემბერს მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაათავისუფლა. მაშინ ბატიაშვილმა საკადრო ცვლილება განათლების სისტემის რეფორმით ახსნა, რომელსაც მისი თქმით, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი