ახალი ამბები

მღვდლების პროტესტი ქუთაისში 1 მაისს გაგრძელდება

30 აპრილი, 2014 • • 1121
მღვდლების პროტესტი ქუთაისში 1 მაისს გაგრძელდება

დაშლამდე პარლამენტთან შეკრებილმა მღვდლებმა და მოქალაქეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. როგორც მღვდელი კონსტანტინე ამბობს,  ხვალ, 1 მაისს თბილისიდან მღვდლები ჩამოვლენ და ისინი ერთად გააპროტესტებენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს:

 

სასულიერო პირების აქცია ქუთაისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014
სასულიერო პირების აქცია ქუთაისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

“დღეს საქართველოს გამოღვიძების ჟამია დამდგარი. თვალი სულის ამოსახედი არის და ამ თვალიდან რასაც ვუყურებთ, ეს სულისთვის მოუწონარია. სული შიგნით არის და იხრჩობა ამ სიბინძურეში. ამიტომ სიტყვა ამ ყველაფერს ამბობს და ჩვენმა პატრიარქმა რომ თქვა სიტყვა საქართველოს ასეთი მდგომარეობაზე, რასაც დღეს ვუსმენთ, ეს არის საშინელება. აუცილებელია, ერი და ბერი გავერთიანდეთ და ამ უზნეობის წინააღმდეგ აღვდგეთ. ეს არის დღეს, ხვალ უკეთესი იქნება. ბესელიამ გვითხრა, რომ ხვალ მოლაპარაკებზე მოდიან, 12 საათზე ჩამოვლენ მღვდლები, შევიკრიბებით და ვნახოთ.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი