ახალი ამბები

ზურაბიშვილს პატარკაციშვილებმა 180 ათასი ლარი შესწირეს

22 ოქტომბერი, 2018 •
ზურაბიშვილს პატარკაციშვილებმა 180 ათასი ლარი შესწირეს

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა 180 ათასი ლარი შესწირეს.

ნათელა და ნანა პატარკაციშვილისგან და მზია თოთლაძისგან ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა 17 ოქტომბერს თითოეულისგან 60 ათასი ლარი მიიღო.

2018 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე (28 სექტემბერი–18 ოქტომბერი) საპრეზიდენტო კანდიდატებს, ჯამში, 3.8 მილიონი ლარი შესწირეს. ამ თანხის დიდი ნაწილი, თითქმის 3 მილიონი ლარი მხოლოდ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ 25 კანდიდატი დაფიქსირდა. მათი ნაწილი ტექნიკური კანდიდატია, რაც არჩევნებში მონაწილე ძირითადმა კანდიდატებმა იმისთვის დაარეგისტრირეს, რომ მიიღონ უფრო მეტი სარგებელი წინასაარჩევნოდ, მათ შორის, მეტი სატელევიზიო ეთერი და დამკვირვებლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

25 პრეზიდენტობის კანდიდატიდან მხოლოდ 11-ს შესწირეს თანხა. 18 ოქტომბრის მდგომარეობით, 14 კანდიდატისთვის ერთი თეთრიც კი არ აქვს არავის შეწირული.

მასალების გადაბეჭდვის წესი