ახალი ამბები

ქართუ ბანკისა და ჯგუფის დირექტორებმა ზურაბიშვილს 100 ათას ლარზე მეტი შესწირეს

22 ოქტომბერი, 2018 • 3399
ქართუ ბანკისა და ჯგუფის დირექტორებმა ზურაბიშვილს 100 ათას ლარზე მეტი შესწირეს

ქართუ ბანკისა და ქართუ ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 105 ათასი ლარი შესწირეს.

ქართუ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ნატო ხაინდრავამ ზურაბიშვილს 30 000 ლარი შესწირა,  გოჩა ჩიკვილაძემ,  ქართუ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა- 25 000 ლარი, დავით გალუაშვილმა, ქართუ ბანკის ოპერაციების დირექტორმა- 25 000 ლარი, ზურაბ გოგუამ, ბანკის რისკების დირექტორმა- ასევე 25 000 ლარი.

 

ამავე თემაზე

2.9 მილიონი ზურაბიშვილს, ყველა დანარჩენ კანდიდატს 871 ათასი – შემოწირულებები

მასალების გადაბეჭდვის წესი