მანანა კობახიძის თქმით, კანონპროექტი დღეს განსახილველად მზად არ არის, თუმცა, მისივე განმარტებით, პარლამენტი მეორე მოსმენით კანონპროექტს მიმდინარე კვირაშივე განიხილავს:
“კომიტეტმა გუშინ მუშაობა ღამის 12 საათზე დაამთავრა. კანონპროექტზე მუშოაბას სჭირდება გარკვეული დრო. დღევანდელ სხდომაზე მზად არ არის მეორე მოსმენისთვის გასატანად. ამ კვირაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალაც გვქონდეს სხდომა, ამიტომ კანონპროექტზე ხვალ ან ზეგ გავაგრძელებთ მუშაობას. გუშინდელი სხდომის შემდეგ ვერ მოესწრო კანონპროექტის გამოტანა. პროცესის გაჭიანრუებასთან საქმე არ გვაქვს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
დღეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტს მეორე მოსმენით კენჭი უნდა ეყარა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტისთვის, ხოლო გუშინ აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა გაიმართა, სადაც კომიტეტმა მეორე მოსმენით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას დაუჭირა მხარი.









