ახალი ამბები

მღვდლები სავედრებელ პარაკლისს გადაიხდიან, რომ არ მიიღონ ანტიდისკრიმინაციული კანონი

30 აპრილი, 2014 •
მღვდლები სავედრებელ პარაკლისს გადაიხდიან, რომ არ მიიღონ ანტიდისკრიმინაციული კანონი

ადგილზე დაახლოებით 20-მდე სასულიერო პირი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წარმომადგენლები იმყოფებიან. მღვდელი დავით ისაკაძე აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი მათ მოთხოვნას არ გაიზიარებს და არ გადადებს კანონპროექტის მიღებას, სასულიერო პირები და მრევლი საპროტესო აქციებს გააგრძელებენ. მისი თქმით, დეპუტატებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, ანათემას გადასცენ.

სასულიერო პირების აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, წარწერებით: “ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვან გარყვნილების ქადაგება!” “დავიცვათ ოჯახური სიწმინდის ზნეობრიობა”, “მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია!”

მრევლის აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა – რუსთაველის გამზირზე მივიდა თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ-გელა სალუაშვილი, რომელსაც საკუთარი პლაკატების განთავსება სურდა, თუმცა მას მრევლმა და სასულიერო პირებმა მოუწოდეს, დემონსტრაცია პოლიტიკურ ჭრილში არ გადაეყვანა.

მრევლის აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014
მრევლის აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

აქციის მონაწილეების თქმით, დაგეგმილია სავედრებელი პარაკლისის გადახდა. მმკ-ს წარმომადგენლის, ავთანდილ უნგიაძის თქმით, ამით ისინი ღმერთს შესთხოვენ დახმარებას.

სასულიერო პირების აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014
სასულიერო პირების აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

სასულიერო პირების აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014
სასულიერო პირების აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რომელშიც მღვდლებიც მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ განხილვების გადადებას. ანალოგიური მოთხოვნით მანამდე განცხადება გაავრცელა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ. თუმცა კანონპროექტის განხილვა კომიტეტში მაინც შედგა, რის გამოც მღვდლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

სასულიერო პირების აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014
სასულიერო პირების აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

სასულიერო პირების აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014
სასულიერო პირების აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

დღეს, სავარუდოდ, უნდა გაიმართოს ამ კანონპროექტის გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ის მეორე მოსმენით უნდა მიიღონ. 

მრევლის აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014
მრევლის აქცია თბილისში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, 30/04/2014

იოთამ ბასილაია
იოთამ ბასილაია

მასალების გადაბეჭდვის წესი