ახალი ამბები

ვიქნები არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი – ზურაბიშვილი

20 ოქტომბერი, 2018 • 4330
ვიქნები არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

პრეზიდენტობის “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, არამხოლოდ საქართველოს “არამედ მთაწწმინდის პრეზიდენტი” იქნება.

“გუშინ საღამოს დავასრულე 63 რეგიონალური ცენტრის მიმოვლა. გამოვედი ყველგან ჩემი სიტყვით, ჩემი ხედვებით და ეს იყო არაჩვეულებრივი მოგზაურობა საქართველოში. მთაწმინდა რჩება ჩემთვის ის განსაკუთრებული ადგილი, საიდანაც მინდოდა, თბილისთან შეხვედრები დამეწყო და სადაც ყოველთვის ვიქნები მე არამხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი. მთაწმინდა არის გული, ცენტრი არამხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოში. ეს არის უბანი, სადაც იწყება ჩვენი ისტორია”, – აღნიშნა მან.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი