ახალი ამბები

მღვდლებმა პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვეს

29 აპრილი, 2014 • • 1539
მღვდლებმა პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვეს

“ეს კანონი ხელს უწყობს ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ. სამწუხაროდ, პარლამენტარები ამას ვერ ხვდებიან. ევროპაში იქამდე მივიდა ხალხი, რომ აღლუმებს ატარებენ, მომავალი თაობა შეეგუა ამ ცოდვას, იგივე მოხდება ჩვენთანაც, კანონი თუ მიიღეს. კომიტეტის სხდომაზე ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, მტკიცედ იცავენ თავის პოზიციას და კამათის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა,”-ამბობს სასულიერო პირი ბასილი. 

 

კომიტეტის სხდომა არასაპარლამენტო ოპოზიციამაც დატოვა. ჯონდი ბაღათურია ამტკიცებს, რომ დეპუტატები დაშინებულები არიან:

 

“დეპუტატები განიცდიან ზეწოლას, არიან დაშინებულები, შინაგანად გვეთანხმებიან, მაგრამ ჩვენს აზრს არ ისმენენ და მთლიანად გადართული არიან ლგბტ პირების არაადეკვატურ დაცვაზე. ეს უმრავლესობის უფლებების შელახვაა.”

 

“ძალიან ცუდად იმოქმედებს ეს ახალ ხელისუფლებაზე, წინა ხელისუფლების მაგალითი გაქვთ, მაგრამ თქვენ უარესს აკეთებთ”, – განაცხადა ერთ–ერთმა მღვდელმა.

 

“ნუ დათესავთ ქარს, თორემ მოიმკთ ქარიშხალს”, – აღნიშნა ბაღათურიამ.

 

სხდომაზე რჩებიან დეპუტატები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

 

 

 

 

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ანტიდისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზით იწუნებენ როგორც არასამთავობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის რადმენიმე წევრი და მღვდლები. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მოცემული ფორმა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნისათვის სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. ისინი აღსრულების ნაწილში კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. ჯონდი ბაღათურია, ისაკაძე და ლორთქიფანიძე კი პირიქით, ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ზედმეტად მკაცრია, რადგან დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური უმცირესობების უფლებებსაც განიხილავს. ისინი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი