ნეტგაზეთი | ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს – Netgazeti
საქართველოს მთავარი პროკურატურა

ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს

18 ოქტომბერს, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული 10 პირიდან 5 გათავისუფლებულია. როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, აღნიშნული პირებისათვის უწყებას ბრალი არ წაუყენებია.

იმ 5 ადამიანის სასამართლო პროცესი კი, რომლებსაც ბრალი წაეყენათ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00-ზე დაიწყო.

მანამდე, შსს-ს იუწყებოდა, რომ  1995 წელს დაბადებული კაცი 10 ადამიანისაგან შემდაგრმა ჯგუფმა თბილისიდან იმერეთის ერთ-ერთ სოფელში გაიტაცა და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახს 3 მილიონ ლარს სთხოვდა. გატაცებული ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, 25 წლის გიორგი დეკანოიძე იყო. ის ოჯახში 18 ოქტომბერს, სპეცოპერაციის დღესვე დააბრუნეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან