ახალი ამბები

მღვდელი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: აფხაზებს და ოსებს დავკარგავთ ამით

29 აპრილი, 2014 • • 1107
მღვდელი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: აფხაზებს და ოსებს დავკარგავთ ამით

დავით ქვლივიძის თქმით, ყველას ღმერთის წინაშე მოუწევს პასუხისგება:

 

“ხალხის და ისტორიის წინაშე მოგვიწევს პასუხისგება. ჩვენ აჩქარებული, დაუფიქრებელი ნაბიჯებით ევროპისკენ კი არ წავალთ, დაშლისკენ წავალთ. ამ კანონით შეიძლება აფხაზები და ოსები საბოლოოდ დავკარგოთ. ახლა ვოცნებობთ მაინც მათთან საუბარზე და მერე ვიღარც ვიოცნებებთ. ისინი იბრძოლებენ, რომ ჩვენთან აღარ იყვნენ. ტაო კლარჯეთში დღეს ქართულად  წირვას რომ გვიშლიან და გვიჭერენ, ოკუპირებულია. მარტო აფხაზეთი არ არის ოკუპირებული და მარტო რუსები არ არიან ოკუპანტები. ტაო-კლარჯეთი საქართველო იყო. კახში, ბელაქანში წირვას ვერ ვატარებთ. ჩვენი უნიათობის ბრალია და ღმერთი რომ დავივიწყეთ, იმის ბრალია. ღმერთმა დაგვსაჯა ამის გამო.”

 

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ხვალ მეორე მოსმენით უნდა მიიღოს. აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით. გუშინ საპატრიარქომ მოუწოდა პარლამენტს, გადადოს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი