როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, აღნიშნული სტრატეგია 7 წელზე არის გათვლილი და ყველა სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას და რეფორმების აუცილებლბოას მოიცავს:

 

“ეს კონცეფცია პრემიერ-მინსიტრის ხელმძღვანელობით საბჭომ შეიმუშავა და შემუშავებაში მონაწილეობას ყველა სტრუქტურა, ყველა სამინისტრო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ღებულობდნენ. დღეს კომიტეტი მისცემს ლეგიტიმაციას და მხარდაჭერას ამ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, ამის შემდეგ დაიწყება სამოქმედო გეგმის ამოქმედება და რეფორმები ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყება. დოკუმენტი ძალიან მოცულობითია და ჩამოთვლილია ყველა ის საკითხი, რომელიც უნდა გადაიხედოს და ახალი სტანდარტით უნდა დამკვიდრდეს.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *