ახალი ამბები

პროტესტი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტთან [video]

29 აპრილი, 2014 • • 1524
პროტესტი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტთან [video]

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზაზა ოდიბაიშვილი ამბობს, რომ მან კანონპროექტი წაიკითხა და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანაში ერთსქესიანთა ურთიერთობა დაკანონდება. აღნიშნულ საკითხს უარყოფს აქციის მეორე მონაწილე ლევან ჩაჩუა, რომელიც თავის თავს ყოფილ პოლიტპატიმარს უწოდებს და ამბობს, რომ კანონპროექტით ერთსქესიანთა ურთიერთობა არ დაიშვება, თუმცა ჰომოსექსუალობა ლეგალიზდება:

 

“იქ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება სექსუალურ უმცირესობებზე და გენდერულ იდენტობაზე პირდაპირ ნიშნავს მამათმავლობის ლეგალიზებას.”

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად თბილისიდან ქუთაისში ჩავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში აღსრულების ქმედითი მექანიზმების ჩადებას ითხოვენ. ასევე, იქ იმყოფებიან კანონის მიღების მოწინააღმდეგენი, მათ შორის სასულიერო პირები.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა

 

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ხვალ მეორე მოსმენით უნდა მიიღოს. აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით. გუშინ საპატრიარქომ მოუწოდა პარლამენტს, გადადოს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა.

 

 

საპარლამენტო ურმავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ტიპის საფრთხეები, რაზეც საპატრიარქო საუბრობს, გაზვიადებულია:

 

 

 

“იყო შემოთავაზება, რომ არ იყოს დისკრიმინაციის ჩამონათვალი. ვითარება ისეთია, ზუსტად რომ უნდა ჩაიწეროს, რაც შეიძლება დეტალური ჩანაწერი უნდა იყოს დისკრიმინაციის ფორმებზე. არ მინდა თვალი დავხუჭოთ რაიმეზე, არ მინდა იგულისხმებოდეს ძალადობა, მინდა იმ ქვეყანაში ვცხოვრობდე, რომელშიც ნებისმიერი დისკრიმინაცია აკრძალულია. ამ კანონში საფრთხეებს ვერ ვხედავ. საფრთხეები არსებობს ზუსტად იქ, სადაც ჩნდება ამ ტიპის მოთხოვნები, შიშები.

 

 

 

თვითმმართველობის კანონპროექტის მიღების დროსაც იყო საუბარი რაღაც საფრთხეებზე. ცხოვრება აჩვენებს, მოკლევადიან პერსპექტივაში რაც ჩანს და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ასეთ საფრთხეებზე საუბარი მინიმუმ გაზვიადებულია. არ ვფიქრობ, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, პირიქით. საკმაოდ ბევრი იმუშავა პარლამენტმა იმისათვის, რომ საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაეცნო პოზიციები.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი